суббота, 11 февраля 2017 г.

ირენა სენდლერი

irena sendler-ის სურათის შედეგი
მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ვარშავის ჯანდაცვის სამმართველოს თანამშრომელი იყო, 1940-1943 წლებში როდესაც ვარშავა ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული მან უდიდესი გამბედაობა ჩაიდინა და გეტოდან 2500 ებრაელი ბავშვი გამოიყვანა. სამუშაო იარაღებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა ხოლო უფრო დიდი ბავშვებისთვის სატვირთო მანქანაში ჰქონდა ტომრები. იგი ყველა ბავშვის სახელს და გვარს იწერდა ხოლო ომის შემდგომ შეეცადა მოეძებნა მათი მშობლები მაგრამ სამწუხაროთ ასეთები ცოტა აღმოჩნდა, უმრავლესობამ სიცოცხლე გაზის კამერებში დაასრულა..
 irena SENDLER-ის სურათის შედეგი''ჩემს საქციელში არაფერია განსაკუთრებული, ეს ჩვეულებრივი ამბავია.მე უბრალოდ, ვაკეთებდი საქმეს, რომელიც უნდა გამეკეთებინა'' -ირენა სენდლერი"


ირენა სენდლერი-ის სურათის შედეგიირენა სენდლერი 1943 წელს საკუთარ სახლში დააპატიმრეს. ნაცისტებმა ის ებრაელებისათვის დახმარებაში ამხილეს და უმოწყალოდ სცემეს, ბოლოს კი სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა, გერმანელმა, რომელიც პოლონელებმა მოისყიდეს ირენას გადასარჩენად, წამებისგან გონებადაკარგული სენდლერი ქუჩაში დატოვა.  ოფიციალურ მონაცემებში
ის  დახვრეტილად ჩაიწერა. მეორე დღეს გერმანელებმა მთელ ქალაქში გამოაკრეს ცნობა იმის შესახებ, რომ ირენა სენდლერი დახვრეტილი იყო.

სიკვდილს გადარჩენილი ირენა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე იმალება, მაგრამ საკუთარ საქმიანობას კვლავ განაგრძობს. 1945 წელს, ვარშავის გათავისუფლების შემდეგ, ირენამ ქილაში შენახული სახელების საშუალებით, ებრაულ კომიტეტთან ერთად შეეცადა მოეძებნა ბავშვების მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა ისინი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშობლების უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.
1965 წელს ისრაელის სახელმწიფო მუზეუმმა მას ,,მსოფლიო ხალხთა წინამძღოლის” წოდება მიანიჭა. 2007 წელს კი მიენიჭა ,,თეთრი არწივის“ ორდენი. ნობელის პრემიაზეც იყო ნომინირებული, თუმცა არ აირჩიეს. მის ნაცვლად პრემია ელ გორმა მიიღო გლობალური დათბობის სლაიდშოუსთვის :)

Комментариев нет:

Отправить комментарий