вторник, 14 марта 2017 г.

ნინო ნაკაშიძე

პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და გიგო შარაშენიძეები. შემდეგ გადაიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია. შემდეგ დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი და პეტერბურგის ქალთა კურსებზე ისმენდა ლექციებს. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშძე და 1894 წელს დაქორწინდა მასზე. 

1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურნალ „კვალში“. მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები „ძიძა“, „შობა“, „დამნაშავე“. 1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. მონაწილეობდა1905 წლის რევოლუციაში , რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბენიაში. 1910 წლიდან, მარიამ დემურიას გარდაცვალების შემდეგ 1928 წლამდე რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს.
ნინო ნაკაშიძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესაც. მათ შორის აღსანიშნავია „ვინ არის დამნაშავე?“ (1908), რომელის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ის ასევე ითვლება საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Комментариев нет:

Отправить комментарий