მასზე უამრავი რამ არის ცნობილი, თუმცა მე მაინც გადავწყვიტე, რომ მაინც დამეწერა მცირე ინფორმაცია ყველაზე განთქმული ქალ მსახიობთა
შორის,მერლინ მონროს შესახებ. მერლინის დაბადების თანავე მამამისმა იყიდა მოტოციკლეტი და
ჩრდილოეთისაკენ კერძოდ კი სან-ფრანცისკოსკენ აიღო გეზი,მან ოჯახი მიატოვა. მერლინი
ისე გაიზარდა რომ არ იცოდა ვინ იყო მამამისი.როდესაც მერლინმა დედამისის გლედისის
რამოდენიმე რომანის შესახებ შეიტყო კიდევ უფრო
გაურკვეველი გახდა მამამისის ვინაობა.შემდეგ გლედისმა მერლინს გვარი ბეიკერი მისცა,ბეიკერი იყო გლედისის შეყვარებული სანამ მორტენსონს გაიცნობდა.
გაურკვეველი გახდა მამამისის ვინაობა.შემდეგ გლედისმა მერლინს გვარი ბეიკერი მისცა,ბეიკერი იყო გლედისის შეყვარებული სანამ მორტენსონს გაიცნობდა.
სიღარიბე დედა-შვილის მუდმივი თანამგზავრი
გახდა,გლედისს არ ჰქონდა დრო რომ შვილისთვის მიეხედა ამიტომ მერლინი დიდ დროს
მეზობლის სახლებში ატარებდა, ცხრა წლის ასაკში ის მიაბარეს ბავშვთა სახლს სადაც
მას ორი წლის გატარება მოუწია. შემდეგ ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა აღსაზრდელად. 16
წლის ასაკში ის ცოლად გაყვა 21 წლის თვითმფრინავის ქარხნის მუშას ჯეიმს დოგერტის.
ქორწინება 4 წელს გაგრძელდა.ამ დროის განმავლობაში მერლინმა დაიწყო მოდელობა და
წარადგენდა საცურაო კოსტუმებს,თავისი ყავისფერი თმაც ქერად გადაიღება.მაშინვე
მოექცა ხალხის თვალში და რამოდენიმე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტიც გააფორმა.1947
წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა მერლინმა ფილმებში მიიღო მონაწილეობა.ის არც
სამოდელო კარიერას ტოვებდა.არ წყდებოდა მისი გადაღება ფილმებში 1962 წელს ფოქსმა
ის კომედიური ფილმის მთავარ გმირად აირჩია მაგრამ მისი დასრულება ვერ
მოხედრხდა,მერლინი დაიღუპა როდესაც მხოლოდ 36 წლის იყო..
საინტერესო ფაკტები :
საინტერესო ფაკტები :
მან სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ 30 ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არასდროს ჩაბარდება.
მერლინი იყო პირველი ქალი რომელიც ჟურნალ ფლეიბოის გარეკანზე მოხვდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий