четверг, 12 мая 2016 г.

ბენაზირ ბჰუტო

ბენაზირ ბჰუტო იყო პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში. ის ასევე იყო პირველი შიიტი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
1988 წელს პრეზიდენტი ზიაულ ჰაკი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რის შემდეგაც ბენაზირს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. 1988 წლის 16 ნოემბრისსაპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებისათვის ბრძოლა, ძირითადად პაკისტანის სახალხო პარტიასა (ბენაზირ ბჰუტოს ხელმძღვანელობით) და ისლამური დემოკრატიული ალიანსიდან პაკისტანის მუსლიმურ ლიგას (ნავაზ შარიფის ხელმძღვანელობით) შორის მიმდინარეობდა. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს სახალხო პარტიამ და დემოკრატებმა. ბენაზირ ბჰუტომ პირველად დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა (1988-1990), რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მამის პოპულარობამ. ბჰუტომ პროგრამიდან ამოიღო მთელი რიგი ლოზუნგები, მათ შორის სიტყვა „სოციალიზმი“

ბჰუტოს მეუღლემ ასიფ ალი ზარდარიმ დაიკავა ფინასნსთა მინისტრის თანამდებობა და შევიდა მთავრობის შემადგენლობაში. ახალმა კაბინეტმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია სოციალური და პოლიტიკური რეფორმების პროგრამის განხორციელებაში, დაარეგულირა ურთიერთობა ყოფილ მოწინააღმდეგესთან – ინდოეთთან. თუმცა ბენაზირ ბჰუტოს მმართველობა აღინიშნა ქვეყანაში კორუფციის დონის მკვეთრი მატებით. ამასთან კორუფციულ სკანდალებში არაერთხელ წამოტივტივდა მისი ქმრის სახელი, რომელსაც მეტსახელად „10 %-ის ბატონი“ შეარქვეს, რადგანაც ინვესტორებისაგან კაპიტალდაბანდების 10 %-ს ითხოვდა. სკანდალს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რადგანაც ასიფ ალი ზარდარის ბრალდებებს უყენებდნენ არა მხოლოდ პაკისტანის, არამედ დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის სამართალდამცავი ორგანოები. ამ პერიოდში ბჰუტო ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, თავს არიდებდა დებატებს პარლამენტში და იღებდა სპონტანურ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ეს პროცესები დასრულდა იმით, რომ 1990 წელს პრეზიდენტმა გულამ ისხაკ ხანმა დაითხოვა მინისტრთა კაბინეტი ბენაზირ ბჰუტოს თავჯდომარეობით.
თუმცა, 
1993 წლის არჩევნებში ბენაზირ ბჰუტომ გამარჯვებას მიაღწია კორუფციასა და სიღარიბესთან ბრძოლის ლოზუნგით. მიუხედავად ამისა, პაკისტანის სახალხო პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უფრო ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე მისი მოწინააღმდეგის (მუსლიმური ლიგა). ამიტომ ბენაზირ ბჰუტო იძულებული იყო კონსერვატორულ პარტიასთან კოალიციაში ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა. პრემიერ-მინისტრობის მეორე ვადაში ბჰუტომ ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები გაატარა:დაიწყო ნავთობსადენების ნაციონალიზაცია; მოიზიდა თანხები სოციალური პროგრამების განსახორციელებლად; უწიგნურობის დონე ქვეყანაში შეამცირა 1,3-ჯერ; დაძლეულ იქნა ბავშვთა სნეულება – პოლიომიელიტი; უზრუნველყოფილ იქნა სოფლების ელექტროფიკაცია და სასმელი წყლით მომარაგება; შემოღებულ იქნა უფასო ჯანდაცვა და განათლება, გაიზარდა ამ სფეროების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზარდა უცხოური ინვესტიციები; 
პაკისტანის განვითარების ტემპი უფრო მაღალი იყო ვიდრე მეზობელი ინდოეთის. ბენაზირ ბჰუტოს რეფორმებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა არა მარტო პაკისტანში, სადაც ის ფანატიკური თაყვანისცემის ობიექტი გახდა, არამედ საზღავრგარეთაც.

1996 წელს ბჰუტო შევიდა გინესის წიგნში, როგორც წლის ყველაზე პოპულარული საერთაშორისო პოლიტიკოსი.მან ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენი და მრავალი სხვა ჯილდო მიიღო.
საგარეო პოლიტიკაში ბენაზირ ბჰუტო დამოუკიდებლობის დემონსტრაციას ახდენდა. ის აგრძელებდა 
ატომური იარაღის შექმნის პროგრამის პროგრამის დაფინანსებას. ავღანური მოძრაობა თალიბანის დახმარებით დიდი დარტყმა მიაყენა ნარკოტიკებით ვაჭრობას. დაიწყო თანამშრომლობა რუსეთთან, და ხელი შეუწყო იმ რუსი ჯარისკაცების გათავისუფლებას, რომლებიც ჯერ კიდევ სსრკ-ავღანეთის ომის დროს ტყვედ ჩაუვარდნენ მოჯაჰიდებს.
ზემოთაღნიშნული წარმატებების მიუხედავად, კორუფციამ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია, ვიდრე ბენაზირ ბჰუტოს პირველი პრემიერობის დროს. მისი ქმარი კვლავ დაადანაშაულეს ქრთამის აღებაში. ბჰუტოს ძმა, რომელიც გამოვიდა ამ საქმის დეტალური გამოძიების მოთხოვნით, მოკლეს 
კარაჩიში, პოლიციასთან შეტაკების დროს. მის მკვლელობაში ბენაზირ ბჰუტო და მისი მეუღლე დაადანაშაულეს. ამას მოჰყვა მუსლიმი ფუნდამენტალისტების გავლენის გაზრდა და ბჰუტოს პოპულარობის დაცემა. შესაბამისად, 1996 წელს ბენაზირის მთავრობა იძულებული იყო
ეცნო თალიბანის რეჟიმი ავღანეთში 
თუმცა იმავე წლის ბოლოს მთავრობა დათხონილ იქნა.
1997 წლის საპარლამენტო არჩევნებში პაკისტანის სახალხო პარტია დამარცხდა – 217 ადგილიდან მხოლოდ 17 მიიღო. 1998 წლის დაასაწყისში ბენაზირ ბჰუტოს, მის ქმარს და დედას ოფიციალური ბრალდება წაუყენეს– დაადანასაულეს კორუფციაში, გაყინეს მათი ანგარისები ბრიტანეთისა და შვეიცარიის ბანკებში. 1999 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ სამხედროები პერვეზ მუშარაფის მეთაურობით, რამაც კიდევ უფრო გაართულა ვითარება ქვეყანაში. ბენაზირ ბჰუტოს ბრალი დასდეს ფინანსურ მაქინაციებში და შეკვეთილ მკვლელობებში, რის გამოც იძულებული გახდა მეორედ დაეტოვებინა ქვეყანა. მისმა მეუღლემ, დაახლოებით 5 წელი გაატარა ციხეში, ბჰუტო შვილებთან ერთად წავიდა დუბაიშისადაც2004 წელს ჩავიდა მისი ქმარიც. 2001 წელს, პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ ახალი პროცესი წამოიწყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო. ამ მიზეზით ბჰუტო ვერ დარეგისტრირდა კანდიდატად პაკისტანის 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში2003 წელს შვეიცარიის სასამართლომ ბრალი დასდო ბენაზირ ბჰუტოს და მის ქმარს ფულის გათეთრებაში და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა (სასჯელის აღსრულების გადავადებით). ემიგრაციაში ყოფნის დროს (დუბაისა და ლონდონში) ბჰუტო გამოდიოდა ლექციებით და მჭიდრო კავშირი ჰქონდა პაკისტანის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობასთან. 2007 წლის იანვარში, დუბაიში გაიმართა ბენაზირ ბჰუტოსა და პაკისტანის პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის შეხვედრა, რის შემდეგაც 2007 წლის 18 ოქტომბერს ბჰუტო დაბრუნდა სამშობლოში რვაწლიანი იძულებითი გადასახლების შემდეგ. კორტეჟის მსვლელობის დროს, მისმა მოწინააღმდეგეებმა ტერაქტი განახორციელეს, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 500 – დაიჭრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბენაზირ ბჰუტო აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში. 2007 წლის 3 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ბჰუტომ პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფს უწოდა „შემაფერხებელი დემოკრატიის გზაზე“ და ხაზი გაუსვა, რომ მისი გადაგომა აუცილებელი იყო „პაკისტანის გადასარჩენად“.
2007 წლის 27 დეკემბერს ქალაქ რავალპინდში, ბენაზირ ბჰუტო გახდა ტერორისტული აქტის მსხვერპლი, სადაც თავისი მომხრეების წინაშე მიტინგზე გამოდიოდა. ბჰუტომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ადგილობრივი დროით 17:35 სთ-ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა 18:16 სთ-ზე.[7][8] თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან განაცხადა
„მე საფრთხეში ვაგდებ ჩემს სიცოცხლეს, რადგანაც ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია. ხალხი შეშფოთებულია, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან".

Комментариев нет:

Отправить комментарий