ძველ
დროში ქალთა უფლებები მეტად შელახული იყო. მაგალითად ქალებს არ ჰქონდათ თეატრში
წასვლის, პროფესიული განათლების მიღების, თავისუფალი აზროვნებისა და სხვა
უფლებები.
“პირველმა
ქალმა შესცოდა და სწორედ ამოტომ ვკვდებით!” საუკუნეების განმავლობაში სწორედ
მსგავსი ციტატების საფუძველზე ამართლებდნენ ქალების ჩაგვრას, მაგრამ ეს ადამიანის
ცოდვილი ბუნების გამოძახილია და არა ღვთის ნება.
ის
თუ როდიდან ფიგურირებს ქართულ სამართალში ქალი, როგორც სუბიექტი, ზუსტად არ არის
ცნობილი, მაგრამ მეცნიერბი ვარუდობენ, რომ ჯერ კიდევ “შუშანიკის წამებიდან”
მოყოლებული, სწორწედ ის მიიჩნევა პირველ ქართველ ფემინისტ ქალად, რომელმაც
დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.
ახლა
კი ყურადღებას გავამახვილებთ ქალზე, რომლის ისტორია ზედგამოჭრილია სათაურისთვის
“ქალები ცვლილებებისთვის”. ეს არის მალალა იუსაფზაი, გოგონა, რომელიც ანგელოზის
სახით მიევლინა დაჩაგრულ თანატოლებსა და ქალებს.
მალალა
იუსაფზაი არის პაკისტანელი უფლებათდამცველი, რომელიც იბრძვის განათლების
მისაწვდომობისთვის მთელს მსოფლიოში. ის ასევე არის ბლოგერი და ნობელის პრემიის
ყვალაზე ახალგაზრდა ლაურეატი.
2009
წელს 11 წლის ასაკში მთელმა მსოფლიომ გაიცნო მალალა იუსაფზაი მისი ბლოგის
საშუალებით, რომელსაც ის BBC-სთვის
აწარმოებდა. ბლოგში ის დაწვრილებით წერდა თავის ცხოვრებაზე თალიბების რეჟიმის
დროს. ის ასევე მოგვითხრობს თალიბების მიერ სვათის მიდამოს აღების მცდელობაზე და
თავის აზრებს განათლების აუცილებლობაზე. 2009 წლის ბოლოს პაკისტანის ჯარმა ჩაატარა
ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ, რამაც თალიბების სვათის ტერიტორიიდან განდევნა
გამოიწვია. მალალამ პირველი ადგილი აიღო პაკისტანის ნაციონალურ ახალგაზრდულ
პრემიაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების აღწერის გამო. 2012 წლის 9 ოქტომბერს მალალა ბრუნდებოდა
სახლში სკოლის ავტობუსით, როდესაც ის შეიარაღებულმა ნიღბიანმა კაცებმა გააჩერეს.
ერთ-ერთი ტერორისტი შევიდა ავტობუსში და მალალას ეძებდა. როდესაც დადგინდა გოგონას
ვინაობა, თალიბმა ესროლა. ტყვიამ მალალას გაუარა თავში, კისერსა და ბეჭში.
ახალგაზრდა ბლოგერი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ის ფეშავარის
საავადმყოფოში მიიყვანეს. მალალა კომაში ჩავარდა და არავის ეგონა, რომ ის
გადარჩებოდა.როდესაც გოგონას მდგომარეობა
დასტაბილიზირდა პაკისტანის ხელისუფლებამ დიდ ბრიტანეთში გაუშვა სამკურნალოდ, რის
შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა.
•2013
წლის 12 ივლისს მალალა სიტყვით გამოვიდა გაეროში. თავის მოხსენებაში ის ამბობს:
ძვირფასო მეგობრებო! 2012 წლის 9
ოქტომბერს თალიბმა თავში მესროლა. სროლის დროს არა მარტო მე დავშავდი, არამედ ჩემი
მეგობრებიც. თალიბები ფიქრობდნენ ტყვია გაგვაჩუმებდა. მაგრამ სიჩუმიდან ათასობით
ხმა მოისმა. ტერორისტებს იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებენ ჩემი მიზნებისა და
ამბიციების შეცვლას. მიუხედავად მათი მცდელობისა მე ვაგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას.
შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ჩემში გაქრა შიში და უიმედობა, მათ ადგილას ძალა და
უშიშრობა მოვიდნენ. შურისძიება არ არის ჩემი მიზანი. მე მინდა, რომ თალიბების
ბავშვებსაც ჰქონდეთ განათლების მიღების უფლება, რომელიც ყურანში ნახსენებია.
მსოფლიოში 57 მილიონი ბავშვი არ დადის
სკოლაში, მათგან 31 მილიონი გოგოა. მთელს მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმისა, რომ
გოგონებს ათხოვებენ და არ ეუბნებიან იმას,
რომ შეუძლიათ განათლების მიღება. ჩვენ უნდა დავხარჯოთ თანხები, რომ ბავშვებისთვის
განათლება მისაწვდომი გახდეს და დავიცვათ ისინი, ვინც მათი უფლებებისათვის
იბრძვის!!!”
ამრიგად, მალალას ისტორია ზუსთად ეხმიანება ბლოგის თემას, რადგან ის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის
ცვლილებებისთვის და მზადაა ცხოვრება შესწიროს მათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий