понедельник, 4 апреля 2016 г.

დედა ტერეზა

დედა ტერეზა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს. აგნეს გონჯა ბოიაჯუ დედა ტერეზას ნამდვილი სახელი და გვარია. დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ლაბანური კათოლიკის ოჯახში. 8 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა.მისიონერთა ცხოვრებით გატაცებულმა აგნესმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავი რელიგიისთვის მიეძღვნა. 18 წლის იყო, როცა ჩაირიცხა ირლანდიურ კათოლიკურ ორდენში ,,ლორეტის დების კონგრეცია”. ეს ორგანიზაცია მისიონერულ მოღვაწეობას ინდოეთში ეწეოდა. ამის შემდეგ მას დედა აღარ უნახავს. ორდენმა კალკუტაში ,,წმინდა მარიას ქალთა სკოლაში” გაგზავნა მასწავლებლად.  21 წლის იყო, როცა მონაზონი გახდა.

სახელად ტერეზა აირჩია წმინდა ტერეზა ლიზიელის პატივსაცემად. ეს წმინდანი მისიონერების მფარველად ითვლება.ჯერ კიდევ სიცოცხელშივე უამრავი ჯილდო გასაცეს. მიენიჭა ნობელის პრემია, რომელიც მან ,,ღატაკთა სახელით” მიიღო. ამ ადამიანებს მთელი სიცოცხლე შესწირა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მისი სახელი ეწოდა ტარებს, ქუჩებს, ჰოსპიტლებს, სკვერებს.გადაითეს ავტობიოგრაფიული ფილმი. მისიონერი ქალბატონი 1997 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს კალკუტაში. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ, ოდესმე ან უქმეებზა თუ დაგისვენოათო, რაზეც უპასუხია: ,,ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია”. მსოფლიო პრესამ მას ,,თანამედროვე წმინდანი” უწოდა. 2003 წლის 19 ქტომბერს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დედა ტერეზა ნეტარად შერაცხა.
დედა ტერეზას ცნობილი გამონათქვამები:
1: თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვიყვარდეს, უნდა ვისწავლოთ პატიება.
2: თუ არ შეგიძლია, დააურო ასი ადამიანი, ერთი მაინც გამოკვებე.
3: თუ განსჯი ადამიანებს აღარ დაგრჩება დრო მათი სიყვარულისთვის.
4: ჩვენ ყველა ვართ ფანქრები უფლის ხელში.

5: ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან. არაუშავს შეუნდეთ მათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий