воскресенье, 3 апреля 2016 г.

"პატარა სტიმული დიდი მოძრაობის დასაწყებად"-როზა პაქსი



     1960-იან წლებში ამერიკაში რასიზმი მძვინვარებდა.იგი ადამიანების უფლებებისათვის ბრძოლის დასაწყისად იქცა. ერთი პატარა ინციდენტი დასაბამი გახდა იმ დიდი მოძრაობისა, რომელსაც ადამიანების უფლებების დაცვა ჰქვია.
      ქალაქის ავტობუსში შავკანიანი მგზავრები უკანა ადგილებზე ისხდნენ,თეთკანიანები წინ. თუ ავტობუსი გაივსებოდა შავკანიანებს თავიანთი ადგილები თეთრკანიანებისთვის უნდა დაეთმოთ.ასე იყო განსაზღვრული ადგილობრივი კანონით და ყველა ამ კანონით სარგებლობდა.
    ზოგჯერ რევოლუციას მოულოდნელი ნაპერწკალი აღვიძებს. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ საღამოს, ერთჩვეილებრივ სამგზავრო ავტობუსში დაიწყო. ერთ დღეს ეს კანონი შავკანიანმა მკერავმა ქალმა, როზა პარქსმა, დაარღვია.
1955 წლის დეკემბრის ერთ დღეს ის სამუშაოდან განსაკუთრებით დაღლილი ბრუნდებოდა, როდესაც ავტობუსში თეთრკანიანთა ჯგუფი ავიდა და მძღოლმა მას ადგილის გათავისუფლება მოსთხოვა. პარქსმა ადგილის დათმობაზე უარი განაცხადა.
     •იმავე წელს პარკსმა ეს წუთები ასე გაიხსენა:"მძღოლმა მითხრა, რომ თუ არ ავდგებოდი, პოლიციას გამოიძახებდა.მე ვუპასუხე, გამოიძახე-მეთქი.მან ეს გააკეთა პოლიცია მოვიდა და დამაპატიმრეს“. პარქსმა მიიღო გააზრებული გადაწყვიტილება, რომ ამიერიდან რასიზმის მძლავრ ტრადიციებს პირადად დაუპირისპირდებოდა."შიშის განცდა არ მქონდა, მინდოდა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, რა უფლებები გამაჩნდა, როგორც ადამიანს და როგორც მოქალაქეს.

პარქსმა ციხეში რამდენიმე დღე გაატარა. სასამართლომ ის სეგრეგაციისკანონის დარღვევის გამო დამნაშავედ ცნო.მას ჯარიმის სახით 14$ გადაახდევინეს. ამ ყველაფერს პროტესტის ტალღა მოჰყვა, რაც დიდ წინააღმდეგობაში გადაიზარდა.ხალხი მიმართავდა პროტესტის სხვადასხვა ფორმას, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და გაუქმდა აკრძალვები შავკანიანებისათვის სხვადასხვა საჯარო ადგილებში.
როზა პარქს კონგრესში "სამოქალაქო უფლებების I ლედი" შეარქვეს.ჟურნალმა "Time"როზა პარქსი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
როზა პარქსის მაგალითით შეგვიძლია დავსკვნათ, რომ მთავარია გამოვხატოთ პროტესტი იმაზე , რაც ეწინააღმდეგება ადამიანურ რესურსებს. ჩვენ, ქალებს, როგორც ცალკრულ ინდივიდებს, შეგვწევს საოცარი ძალა შევცვალოთ არსებული რეალობა უკეთესობისაკენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий