пятница, 1 апреля 2016 г.

ჟანა დ'არკი

იშვიათია და ალბათ არც არსებობს ისეთი ფაქტი, რომ ინკვიზიციას კოცონზე დაეწვას ცხრამეტ წელს მიუღწეველი პიროვნება. ერთადერთი გამონაკლისი ჟანა დარკია (1412-1430), რომელიც, მოგვიანებით, ისტორიკოსებმა ორლეანელ ქალწულად მოიხსენიეს.  1920  წელს იგი კათოლიკურმა ეკლესიამ გმირად აღიარა და საეკლესიო კანონიზაციაში მიუჩინა ადგილი
ჟანა დ'არკს ჯადოქრობასა და ერესში დადანაშაულების მიღმა, სინამდვილეში პატრიოტი გოგონას მიმართ ანგარიშსწორება იმალებოდა. ჟანას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მისი მოწოდებით ფრანგი ხალხი აღდგა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომელთაც საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ეპყრათჟანა დარკი დაიბადა 1412 წელს გლეხის ოჯახში ლოთარინგიაში (აღმოსავლეთ საფრანგეთი), სოფელ დომრემიში. 

ამ პერიოდში ინგლისელები საფრანგეთის 2/3-ზე მეტს ფლობდნენ, მათ მხარს უჭერდნენ ბურგუნდები და მაღალი სასულიერო იერარქია. პანიკამოცულ საფრანგეთის არმიაში გამოჩნდა კაფანდარა მომხიბლავი გოგონა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით იყო ანთებული და არწმუნებდა ხალხს, რომ მას ზეციური ხმები ბრძოლისკენ მოუწოდებდა. მეფე კარლოსს და მის ამალას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა ერთისა, სუსტი და ნაზი ხელებისათვის მიენდოთ საფრანგეთის ბედი. ორლეანელი ქალწული სათავეში ჩაუდგა 10 ათასიან საფრანგეთის არმიას, რომელმაც ინგლისელებს ორლეანთან მწარე მარცხი აგემა და იძულებული გახადა, უკან დაეხია. მისი სახელი ტრიუმფალურობით იყო მოცული. ჟანას სახით ფრანგები გამათავისუფლებელს ხედავდენ. მით უფრო, რომ 7 თვის მანძილზე ინგლისელებისგან ალყაში მოქცეული ქალაქი ოთხ დღეში გაათავისუფლა. 90 წლიანი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ინგლისელებს ერთადერთი ქალაქი უწევდა წინააღმდეგობას – ორლეანი

იმ დროის წინასწარმეტყველებით, საფრანგეთს დაღუპავდა ქალი, ხოლო გაათავისუფლებდა ქალწული. ჟანა სწორედ ასეთი იყო. მას უფლისგან მოგზავნილად თვლიდნენ, უბრალო ხალხი ცდილობდა მის ცხენს მაინც შეხებოდა. ჟანას პოპულარობა საათობით იზრდებოდა, მაგრამ ამ სახელოვან ქალს ჰყავდა მოწინააღმდეგენიც, უპირველესად, სამღვდელოება. ჟანას განსაკუთრებულ თვისებათა შორის, რაც სასულიერო პირებსა და სამეფო ელიტას აღიზიანებდა, იყო მისი უბიწოება, რადგან იმ დროინდელ საფრანგეთში გლეხის გოგონებს ან პირველსავე შემხვედრს ჩუქნიდნენ, ან ძალზე ნაადრევად ათხოვებდნენ. საერთოდ კი, საფრანგეთში ქალიშვილის უბიწოება სოციალურ დეფიციტს წარმოადგენდა. სასულიერი პირებს აღიზიანებდათ ეს ფაქტორი, რადგან ბევრი თაყვანისმცემელი ამით მას მარიამ ღვთისმშობელს ადარებდა. ამასობაში ინგლისელები გულმოდგინედ ქსოვდნენ ჟანას შესახებ ათასგვარ ჭორებს და ორლეანელი ქალწულის წარმატებას დემონურ ძალებს მიაწერდნენ. არ გასულა ერთი წელი ორლეანთან გამარჯვებიდან, რომ 1430 წლის 23 მაისს ერთ-ერთი უბრალო შეტაკებისას ჟანა ტყვედ ჩავარდა. იგი ტყვედ აიყვანეს არა ინგლისელებმა, არამედ ბურგუნდებმა (გერმანელ ტომთა შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში), რომლებმაც ჟანა დარკი გაყიდეს ინგისელებზე.
მეფესა და მის თანმხლებთ საბედისწერო შეცდომა მოუვიდათ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჟანას დაკითხვა-შემოწმება, იყო თუ არა იგი ჯადოქარი. ამ ფაქტორმა შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რათა ტყვედ ჩაგდებული ჟანა დარკი კოცონზე დაეწვათ, როგორც ჯადოქარი. თუმცა, კარლოსმა და მისმა ამალამ იგი მართლმორწმუნე ქრისტიანად აღიარეს. რა თქმა უნდა, მაშინდელი პოლიტიკური ტრადიციებიდან, კარლოს VII შეეძლო მისი გამოსყიდვა წმინდა პოლიტიკური “ბერკეტების” ამუშავებით, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ მეფეები უმეტესად ზღაპრებსა და მითებში არიან კეთილნი.ჟანა, შუა საუკუნეების ისტორიულ პირთა შორის, ალბათ პირველია, ვინც სამხედრო საქმის გამო ჩაიცვა შარვალი. დაბალი წრის ფრანგი ქალისთვის შარვალი საშიშ ელემენტად ითვლებოდა, მისი ჩაცმა მხოლოდ მაღალი წრის ქალს შეეძლო და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ინგლისელები ამ ფაქტორსაც მათთვის სასარგებლოდ იყენებდნენ და ცდილობდნენ, მის დემონურ ძალებთან კავშირზე შთაბეჭდილება ხალხში გაეძლიერებინა

მართებულად აღუნიშნავს უდიდეს მოაზროვნეს მაკიაველს:
მადლიერებისა და უანგარობის ერთადერთი საზღაური -უმადორებააო  

           ოქმიდან კითხვა პასუხს დაახლოებით ასეთი სახე ჰქონდა:
კითხვა: - როგორ გამოიყურებოდა მიქაელ 
მთავარანგელოზი, როდესაც იგი 
გამოგეცხადა? ჩაცმული თუ შიშველ
?
       პასუხი: -თქვენ როგორ გგონიათ, ჩვენს
 ღმერთს საშუალება არა აქვს, რომ ჩააცვას?
კითხვა: -ანგელოზებს რომლებიც 
გეცხადებიან, თმები აქვთ?
       პასუხი: - ღვთის გულისთვის , იქნებ 
მიპასუხოთ , რატომ უნდა შეეკრიჭათ?
კითხვა: - რეიმსში, მეფის კორონაციაზე, 
რატომ მიჰქონდათ მხოლოდ შენი დროშა და
 არა სხვა სარდლების?
         პასუხი: -ამ დროშამ ბრძოლის 
სიძნელეები გადაიტანა, ამიტომ  ჰქონდა 
უფლება, მისი დიდებაც გაეზიარებინა!

კითხვა: - თანახმა ხარ თუ არა პაპს 
დაემორჩილო?

     პასუხი: - მიმიყვანეთ მასთან და მე 
თვითონ ვეტყვი!

Комментариев нет:

Отправить комментарий