пятница, 1 апреля 2016 г.

მარგარეტ ტეტჩერი-ქალი,რომელმაც შექმნა ეპოქა

იყო ძლიერი, დაახლოებით იგივეა,რომ იყო ქალი”
  qბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი დაიბადა 1925 წლის 13 ოქტომბერს და გარადაიცვალა 8 აპრილს 2013 წელს.მისი ფენომენი უაღრესად საინტერესო გახლავთ- ეს არის ქალი, რომელმაც შექმნა არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული ეპოქა და შეიმუშავა თვისებრივად ახალი პოლიტიკური მიდგომა, რომელიც შემდგომში ტეტჩერიზმის სახელით დამკვიდრდა პრაქტიკაში.

} საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ტეტჩერის გამოსვლა 1975 წელს უკავშირდება, როცა ის გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის პირველ ქალ ხელმძღვანელად აირჩიეს. 1979 წელს  მარგარეტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა. უინსტონ ჩერჩილის მსგავსად, ის გახლდათ უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი.
 }მარგარეტ ტეტჩერმა მთელი თავისი საზოგადებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ყველას დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილად რკინის ლედი გახდათ. ტეტჩერმა შეძლო, წარმატებით ეთანამშრომლა  როლანდ რეიგანთან  და ზოგადად ამერიკის  ხელისუფლებასთან საბჭოთა საფრთხის გასანეიტრალებლად.კომუნიზმი და სოციალიზმი რკინის ლედის ჭირის დღესავით სძულდა- სოციალიზმი და ბრიტანეთი ერთმანეთთან შეუთავსებელია!”,- ხშირად აღნიშნავდა ის. ტეტჩერმა დიდი როლი შეასრულა “რკინის ფარდის” რღვევასა და კომუნიზმის, როგორც იდეოლოგიის დანგრევაში. ის გახდა დასავლური სამყაროს სიძლიერისა და უკომპომისობის სიმბოლო…

რკინის ლედიმ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ამქვეყნად მიუღწეველი არაფერია, თუ არსებობს სათანადო პოლიტიკური ნება და მზაობა აქტიური და უკომპრომისო მოქმედებისათვის. სწორედ ამაში მდგომარეობს რკინის ლედის  ფენომენის უნიკალურობა , საიდუმლო იმ პოლიტიკოსი ქალისა, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა… 

Комментариев нет:

Отправить комментарий