მეოცნებე მოზარდი – მისი
გულწრფელობით, საღი
აზროვნებითა და
ტრაგიკული ბედით, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ
ყველაზე ცნობილ მოვლენას უკავშირდება,
ჰოლოკოსტის საშინელების სიმბოლო გახდა. მისი
დიდება თავისმა
ტრაგიკულმა ბედმაც
განაპირობა,
მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი ის
ბავშვური
გულწრფელობაა, რომელიც
არასდროს არ ტყუის
. საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალი რომ
დაბრუნებულიყო,
მოგვიანებით, აუცილებლად
ცნობილი მწერალი გახდებოდა, მაგრამ შეიძლება
ისეთი
დიდებისთვის ვერ მიეღწია, როგორიც
სიკვდილმა
მოუტანა.
დიახ, ეს ანა ფრანკია – ფაშიზმის 15 წლის
მსხვერპლი, რომელიც დისკრიმინაციისა და
ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო
გახდა.
პირველად
ტერმინი ჰოლოკოსტი შემოვიდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანიის ნაცისტურმა
ხელისუფლებამ მასობრივად დაიწყო ებრაელების განადგურება. განადგურებული იქნა 6
მილიონზე მეტი ებრაელი. თავად ჰოლოკოსტი კი ლათინური სიტყვაა და ითარგმნება როგორც
”სრულიად დაწვა”. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე აშენებულ იქნა “სიკვდილის ბანაკები”, მილიონ ადამიანთა
მკვლელობისთვის განსაზღვრული. გერმანიის მიერ ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მსხვერპლნი იდევნებოდნენ და იგზავნებოდნენ საკონცენტრაცო ბანაკებში. გარდა
ამისა, ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, გერმანელები გეგმავდნენ ებრაელთა
განადგურებას აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და პალესტინაში მათი დაპყრობის შემდეგ.
1942-დან
1944 წლამდე ნიდერლანდები გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ამიტომ ოჯახი იძულებული
გახდა, საიდუმლო თავშესაფარში დამალულიყო.
1944 წელს
ოჯახი აღმოაჩინეს და მისი წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს.
მარტოსული
ანა ფრანკი ხშირად დადიოდა სამალავის სხვენზე, სადაც თავის დღიურთან ერთად
განმარტოვდებოდა და მას გულში დაგროვილ ტკივილს უზიარებდა. ანამ შეიძინა მეგობარი
პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა, თუმაცა მას
განხორციელება არ ეწერა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდნ შემორჩა პირველი
კოცნა და ტკბილი მოგონებები.
1942-დან
1944 წლამდე ნიდერლანდები გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ამიტომ ოჯახი იძულებული
გახდა, საიდუმლო თავშესაფარში დამალულიყო.
1944 წელს
ოჯახი აღმოაჩინეს და მისი წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს.
მარტოსული
ანა ფრანკი ხშირად დადიოდა სამალავის სხვენზე, სადაც თავის დღიურთან ერთად
განმარტოვდებოდა და მას გულში დაგროვილ ტკივილს უზიარებდა. ანამ შეიძინა მეგობარი
პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა, თუმაცა მას
განხორციელება არ ეწერა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდნ შემორჩა პირველი
კოცნა და ტკბილი მოგონებები.
”ჩვენ
ერთი წუთიც არ გვტოვებდა შიში იმის გამო,რომ ჩვენს ნათესავებს დევნიდნენ
გერმანიაში ანტიებრაული კანონების შესაბამისად.1928 წლის დარბევების შემდეგ ორი ბიძა(დედის
ძმები)გერმანიიდან
ჩრ.ამერიკაში გაიქცნენ.ბებიაჩემი ჩვენთან გადმოვიდა,მაშინ ის 73 წლის იყო”.
11
ნოემბერი
1942 წელი
”ანტიებრაული
კანონების შემორება ყოველნაირად ზღუდავდა ჩვენს
თავისუფლებას.
ებრაელებს აიძულებდნენ
ეტარებინათ ყვითელი ვარსკვლავი, ჩაებარებინათ თავისი
ველოსიპედები: ებრაელებს ეკრძალებოდათ
ევლოთ ტრამვაით და მანქანით, ის მათი
საკუთრებაც
რომ
ყოფილიყო.
ებრაელებს უფლება
ჰქონდათ გასულიყვნენ მაღაზიებში საყიდლებზე მხოლოდ 3 დან
5
სთმდე;
ებრაელებს უნდა
ესარგებლათ მხოლოდ ებრაული საპარიკმახეროთი; ებრაელებს
ეკრძალებოდათ გამოსულიყვნენ ქუჩაში საღამოს 8სთ-დან
დილის
6 სთმდე.
6
დეკემბერი
1942 წელი
დამალულთაგან მხოლოდ ანას მამა – ოტო ფრნკი
გადარჩა, რომელსაც მემკვიდრეობად დარჩა ქალიშვილის დღიური. შემდგომ ეს დღიური ერთი
ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ხელში მოხვდა, რომელმაც ჰოლანდიურ გაზეთში
გამოაქვეყნა სტატია. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ გამომცემლები ანას ამბით.
დღიური დღემდე 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და გაიყიდა მრავალი მილიონი ასლი. ოტომ
დააფუძნა ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი, რომლის მთავარი ფუნქცია გახდა
ადამიანების, უმეტესად მოზარდების, ინფორმირება, დისკრიმინაციისა და ცრურწმენების
შესახებ. ანა ფრანკის გზავნილი დღესაც არანაკლებ აქტუალურია.ანა
ფრანკის მუზეუმი და ფონდი ამსტერდამში, აქტიურად ფუნქციონირებს, ცდილობს 15 წლის
მოზარდის ისტორია ყველა მოზარდამდე მიიტანოს. ანა ფრანკი აქტუალობას არც მისი
სიკვდილიდან 70 წლის შემდეგ კარგავას.
Комментариев нет:
Отправить комментарий