вторник, 5 апреля 2016 г.

„ხსოვნის უკვდავება“

ამბობენ : ადამიანი ამ ქვეყანაზე მანამ ცოცხლობს,სანამ მახსენებელი ჰყავსო.ერთ–ერთი ასეთი მახსენებელი გვინდა იყოს ჩვენი ნაშრომი.ამ ნაშრომის შექმნის მიზანია ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებბის წყალობით არ დაიკარგოს წარსულისა და აწმყოს მარადიული სიცოცხლე.ამ ნაშრომში ჩვენ წარმოვაჩენთ სანტერესო წარსულის მქონე ქალის ცხოვრებასა და საზოგადოებრის საქმიანობას.


თინათინ ანდროს ასული სვანაძე–ჯიქია
ქალბატონი თინათინი დაიბადა სოფელ საყულიაში.ახალგაზრდობის ასაკიდან ჩაება სამოქალაქო საქმოანობაში.ის გიორგი ნიკოლაძის დასის „შევარდენის“ აქტიური წევრი იყო.მასთან ერთად მოღვაწეობდა ევგენი მიქელაძის მეუღლე.მათი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედება და გაჭირვებული ბავშვების დახმარება იყო.თინათინი იყო იმ პირველთაგანი,რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დააარსენ საქველმოქმედო  ქალთა ორდენი,რომლის მიზანნი იყო მიუსაფარათათვის მზრუნველობისა და ყურადღების გამოჩენა.ორგანიზაციას ეკონომიურ დახმარებას უწვდა ფარულად სამინისტრო,რომელსაც თინათინის  მეუღლე ვალოდია ჯიქია ხელმძღვანელობდა.


გამოჩენილი ინჟინერი,ტექნიკოსი,ინტელიგენციის თალსაჩინო წარმომადგენელი და თვალსაჩინო მოღვაწე.მან ააშენა რიონჰესი.დანაზოგებით კი სასტუმრო ქუთაისი,გაიყვანა გზა გელათში და ვინ იცის კიდე რამდენ სიკეთეს მოუტანდა ხალხს,რომ არა ავად მახსენებელი რეპრესიები,რამაც შეიწირა თინათინის მეუღე და თავად თინათინიც.რომელიც როგორც საეჭვო პიროვნება შუა აზიაში გადაასახლეს 5 წლით.პატარა ბავშვები ნანა და მარიამი ბებიასთან საყულიაში იზრდებოდნენ.


ამონაწერი ოჯახის არწივიდან: „გადასახელბიდან დაბრუნებულს ყველა მერიდებოდა.ერთხელ სამინისტროში დამიბარეს.შიშმა შემიპყრო,თუმცა შიშის გრძნობა უკვე არ მაუხებდა.როდესაც გამოვცხადდი მითხრეს რომ თქვენ ნებართა გეძლევათ დაიდგათ ტელეფონიო.რომ ვიკითხე თუ ვინ ზრუნავდა ჩემთის მაღალი თანამდებობის პირის ბრძანება იყო.შემდეგ გავარკვიე რომ ეს პიროვნება სტუდენტობის პერიოდში ღებულობდა ჩვენი ორგანიზაციიდან ჰუმანიტარულ დახმარებას .
კიდევ ერთი რამ,რითაც გამოირჩეოდა ქალბატონი თინათინი ჩვეულებრივი ადამიანებისაგან ეს იყო მისი მშვენიერება და სილამაზე.მისი მშვენიერებით ყველა მოხიბლული იყო.მშვენიერი ქართველი ქალბატონი გახლდათ იმ ასი ქართელი ქალის ერთ–ერთი წარმომადგენელი,რომელიც გამოჩენილ ხელოვან დამანა მდივნიშვილის მიერ ილუსტრირებულ ალბომშია.რომლის სახელწოდებაა „მშვენიერება ზეცით მოსული“.




და ბოლოს,ის იყო ქართველი ქალი,რომელსაც მხატვრები ხატავდნენ და პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ.
თინათინ ჯიქია 90 წლის ასაკში.

90 წლის ასაკში ქალბატონი ისევ მშვენივრად გამოიყურება და უჩვეული ზღისფერ თვალებში ისევ ღელავს გარდასული სილამაზის შუქი.სახეს ისევ შერჩენია თეთრყირმიზის ფერი. ეს ის ქალბატონია,რომლისადმი მიძღვნილი კონსტანტინე გამსახურდიას მიძღნილი ლექსი ყველა ჩვენგანმა ვიცით.
„ზღვისფერი გაქვს თვალები და,
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგიყვარდები და
მისთხოვდები სხვას.
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას
გადავლახავ ადიდებულ
ჭოროხსა და მტკვარს.
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს
შენს სიყვარულს ქარს
და მოგიკლავ მოღალატე
მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები და,
თავად გავხარ
ზღვას“

ადამიანი ამ ქვეყანაზე მანამ ცოცხლობს,სანამ უკანასკნელი მისი საქმიანობის მახსენებელი ჰყავს.ეს თ ასეა ქალბატონი თინათინიც მის სილამაზესთან ერთად უკვდავებაში გადასულა.სანამ იარსებებს ყველა ქართველი,მანამ დარჩება მისი ნათელი ხსოვნა ჩვენს გულებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий