суббота, 21 мая 2016 г.

"სუფრაჟისტი"

სუფრაჟისტები თანასწორუფლებიანობისთვის და ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
მათი მთავარი მიზანი არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვება გახლდათ. ისინი ამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბრძოლაში არაძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, ბევრმა სუფრაჟისტმა თავი დაანება ბრძოლას და ომში წასული მამაკაცების მაგივრად მათ სამუშაო ადგილებზე დაიწყო სამსახური. მათმა აშკარა კომპეტენტურობამ დაამტკიცა ქალის შესაძლებლობები და დაამსხვრია პოლიტიკური თანასწორობის
მოწინააღდეგეთა არგუმენტები. სუფრაჟისტების ახალი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ ქალებს საარჩევნო უფლებები მიანიჭა.


 ომის შემდგომ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატების დაევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამაც დააკმაყოფილა ქალთა მოთხნოვნები. წლების შემდეგ ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ბევრი სამუშაო ადგილი, მათ შორის საოფისე და მომსახურების საქმე ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა ქალებს მაინც ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე მამაკაცებს და არ სთავაზობდნენ ტრადიციულ მამაკაცურ თანამდებობებს. პოლიტიკასა და ბიზნესში ქალები მაინც უმცირესობას წარმოადგენდნენ.ამის შემდეგ 1960 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა "ქალთა განთავისუფლების მოძრაობა", რომელიც შემდგომ ევროპასაც მოედო. ამ მოძრაობის იდეის აღსანიშნავად ფართოდ დაიწყეს ტერმინ „ფემინიზმის“ გამოყენება. ამ მოძრაობის მთავარი მიზნები ეხებოდა თანასწორობის პრობლემას, თუმცა ამასთანავე, მისი წარმომადგენლები ებრძოდნენ ნაკლებად პოპულარულ პრობლემებსაც, როგორიცაა აბორტი და სექსუალური ძალადობა. 

ამ მოძრაობის მიხედვით ფილმიც კი არის შექმნილი, რომელსაც ასევე ჰქვია "სუფრაჟისტები". ჩემი აზრით ეს არის ფილმი, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა ნახოს რადგან სწორედ მასშია გადმოცემული იმ სტერეოტიპების აღმოფრხვა რომლებიც ქალებს გააჩნდათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий