
“პირველმა
ქალმა შესცოდა და სწორედ ამოტომ ვკვდებით!” საუკუნეების განმავლობაში სწორედ
მსგავსი ციტატების საფუძველზე ამართლებდნენ ქალების ჩაგვრას, მაგრამ ეს ადამიანის
ცოდვილი ბუნების გამოძახილია და არა ღვთის ნება.
ის
თუ როდიდან ფიგურირებს ქართულ სამართალში ქალი, როგორც სუბიექტი, ზუსტად არ არის
ცნობილი, მაგრამ მეცნიერბი ვარუდობენ, რომ ჯერ კიდევ “შუშანიკის წამებიდან”
მოყოლებული, სწორწედ ის მიიჩნევა პირველ ქართველ ფემინისტ ქალად, რომელმაც
დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.
ახლა
კი ყურადღებას გავამახვილებთ ქალზე, რომლის ისტორია ზედგამოჭრილია სათაურისთვის
“ქალები ცვლილებებისთვის”. ეს არის მალალა იუსაფზაი, გოგონა, რომელიც ანგელოზის
სახით მიევლინა დაჩაგრულ თანატოლებსა და ქალებს.
მალალა
იუსაფზაი არის პაკისტანელი უფლებათდამცველი, რომელიც იბრძვის განათლების
მისაწვდომობისთვის მთელს მსოფლიოში. ის ასევე არის ბლოგერი და ნობელის პრემიის
ყვალაზე ახალგაზრდა ლაურეატი.

•2013
წლის 12 ივლისს მალალა სიტყვით გამოვიდა გაეროში. თავის მოხსენებაში ის ამბობს:
ძვირფასო მეგობრებო! 2012 წლის 9
ოქტომბერს თალიბმა თავში მესროლა. სროლის დროს არა მარტო მე დავშავდი, არამედ ჩემი
მეგობრებიც. თალიბები ფიქრობდნენ ტყვია გაგვაჩუმებდა. მაგრამ სიჩუმიდან ათასობით
ხმა მოისმა. ტერორისტებს იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებენ ჩემი მიზნებისა და
ამბიციების შეცვლას. მიუხედავად მათი მცდელობისა მე ვაგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას.
შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ჩემში გაქრა შიში და უიმედობა, მათ ადგილას ძალა და
უშიშრობა მოვიდნენ. შურისძიება არ არის ჩემი მიზანი. მე მინდა, რომ თალიბების
ბავშვებსაც ჰქონდეთ განათლების მიღების უფლება, რომელიც ყურანში ნახსენებია.

ამრიგად, მალალას ისტორია ზუსთად ეხმიანება ბლოგის თემას, რადგან ის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის
ცვლილებებისთვის და მზადაა ცხოვრება შესწიროს მათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий