
თინათინ ანდროს ასული სვანაძე–ჯიქია

გამოჩენილი ინჟინერი,ტექნიკოსი,ინტელიგენციის თალსაჩინო წარმომადგენელი და თვალსაჩინო მოღვაწე.მან ააშენა რიონჰესი.დანაზოგებით კი სასტუმრო ქუთაისი,გაიყვანა გზა გელათში და ვინ იცის კიდე რამდენ სიკეთეს მოუტანდა ხალხს,რომ არა ავად მახსენებელი რეპრესიები,რამაც შეიწირა თინათინის მეუღე და თავად თინათინიც.რომელიც როგორც საეჭვო პიროვნება შუა აზიაში გადაასახლეს 5 წლით.პატარა ბავშვები ნანა და მარიამი ბებიასთან საყულიაში იზრდებოდნენ.
ამონაწერი ოჯახის არწივიდან: „გადასახელბიდან დაბრუნებულს ყველა მერიდებოდა.ერთხელ სამინისტროში დამიბარეს.შიშმა შემიპყრო,თუმცა შიშის გრძნობა უკვე არ მაუხებდა.როდესაც გამოვცხადდი მითხრეს რომ თქვენ ნებართა გეძლევათ დაიდგათ ტელეფონიო.რომ ვიკითხე თუ ვინ ზრუნავდა ჩემთის მაღალი თანამდებობის პირის ბრძანება იყო.შემდეგ გავარკვიე რომ ეს პიროვნება სტუდენტობის პერიოდში ღებულობდა ჩვენი ორგანიზაციიდან ჰუმანიტარულ დახმარებას .
კიდევ ერთი რამ,რითაც გამოირჩეოდა ქალბატონი თინათინი ჩვეულებრივი ადამიანებისაგან ეს იყო მისი მშვენიერება და სილამაზე.მისი მშვენიერებით ყველა მოხიბლული იყო.მშვენიერი ქართველი ქალბატონი გახლდათ იმ ასი ქართელი ქალის ერთ–ერთი წარმომადგენელი,რომელიც გამოჩენილ ხელოვან დამანა მდივნიშვილის მიერ ილუსტრირებულ ალბომშია.რომლის სახელწოდებაა „მშვენიერება ზეცით მოსული“.

თინათინ ჯიქია 90 წლის ასაკში.
90 წლის ასაკში ქალბატონი ისევ მშვენივრად გამოიყურება და უჩვეული ზღისფერ თვალებში ისევ ღელავს გარდასული სილამაზის შუქი.სახეს ისევ შერჩენია თეთრყირმიზის ფერი. ეს ის ქალბატონია,რომლისადმი მიძღვნილი კონსტანტინე გამსახურდიას მიძღნილი ლექსი ყველა ჩვენგანმა ვიცით.
„ზღვისფერი გაქვს თვალები და,
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგიყვარდები და
მისთხოვდები სხვას.
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას
გადავლახავ ადიდებულ
ჭოროხსა და მტკვარს.
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს
შენს სიყვარულს ქარს
და მოგიკლავ მოღალატე
მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები და,
თავად გავხარ ზღვას“
ადამიანი ამ ქვეყანაზე მანამ ცოცხლობს,სანამ უკანასკნელი მისი საქმიანობის მახსენებელი ჰყავს.ეს თ ასეა ქალბატონი თინათინიც მის სილამაზესთან ერთად უკვდავებაში გადასულა.სანამ იარსებებს ყველა ქართველი,მანამ დარჩება მისი ნათელი ხსოვნა ჩვენს გულებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий