четверг, 14 апреля 2016 г.

სონიტა ალიზადე

Сонита Ализаде19 წლის  სონიტა ალიზადე ავღანეთში ცხოვრობდა, სადაც ფართოდაა გავრცელებული იძულებითი ქორწინება. ეს გოგონა დღეს სიმღერებს წერს და სწავლობს პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო რამოდენიმე წლის წინ მისი ღარიბი ოჯახი ირანში ცხოვრობდა, სადაც შეეძლოთ ის იძულებით გაეთხოვებინათ. მუსიკალურ კლიპზე, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება  და არასასურველი ქორწინებიდან გაქცევის შესახებ ის საუბრობს მსოფლიო ქალთა სამიტზე ლონდონში.

"ჩემს ქვეყანაში კარგი გოგონა ჩუმად უნდა იყოს, მან არ უნდა იფიქროს თავის მომავალზე და ყველაფერში დაემორჩილოს მშობლებს"- ამბობს ალიზადე. ის განმარტავს, რომ არასოდეს ოცნებობდა 10 წლის ასაკში გათხოვებაზე. რასაც გეგმავდნენ მისი მშობლები.

როდესაც სონიტა იყო 8წლის ის და მისი მშობლები ომის პერიოდში ირანში გამოიქცნენ. გოგონას დედა 13 წლის ასაკში დაოჯახდა და როდესაც სონიტა 10 წლის გახდა, დაიწყეს ფიქრი მის გათხოვებაზე.
  გოგონას უხაროდა ის რომ მის გარდერობს რამოდენიმე ახალი კაბა დაემატა, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ. 
საბედნიეროდ ქორწილის პირველი მცდელობა ჩაიშალა.

ავღანეთის კანონებით დასაშვებია  გოგონას გათხოვება 16 წლის ასაკში (მამის თანხმობით 15),  მაგრამ გაეროს მოჰყავს მონაცემები, რომლის მიხედვითაც 16 წლამდე დაოჯახებული გოგონები  15 %-ს შეადგენს , ხოლო იძულებით დაქორწინებულთა რაოდენობა 60-დან 80 პროცენტამდე შეადგენს.
 როდესაც სონიტა 16 წლის გახდა დედამისმა კვლავ გადაწყვიტა სონიტას გათხოვება. ის უნდა დაბრუნებულიყო ირანიდან ავრანეთში და ცოლად მას გაჰყოლოდა ვისაც არ იცნობდა. მის ძმას ქორწილისთვის 7,000$ დასჭირდა, ხოლო სონიტას გაყიდვით  ოჯახს შეეძლო 9,000$ მიეღო.
"როდესაც დედამ ამის შესახებ მითხრა, მე ფაქტიურად სუნთქვა შევწყვიტე". ამ დროს იგი მიხვდა, რომ ოჯახში არ აქვს სხვა ღირებულება, გარდა ფულისა, ამიტომ მან ავღანეთში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
   სამსახურის პოვნა ოფიციალურად საბუთების გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ მან მუშაობა დამლაგებლად დაიწყო. გოგონამ თვითონ ისწავლა წერა-კითხვა, დაიწყო Eminem-ის სიმღერების მოსმენა და შემდეგ თავისი ლექსების წერა, სულ ცოტახანში კი, მან ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა.  ირანული კანონების თანახმათ ქალს არ აქვს უფლება იმღეროს სოლო, ამიტომ სონიტამ სიმღერა საიდუმლოდ დაიწყო. 
სონიტა თავის სიმღერებში აღწერდა მის ოჯახს, რომლებიც გახდნენ ლტოლვილები, ავღანეთის ომს და ავღანელი ახალგაზრდობის პრობლემებს.
  პირველ "კლიპში"  ავღანელი გოგონა  პროტესტით გამოდის იძულებითი ქორწინებისა და არასრულწლოვანებზე ძალადობის  წინააღმდეგ. სიუჟეტზე მას შთააგონა მისმა მეგობარმა გოგონამ რომელსაც სახე ჩალურჯებული ქონდა.
 Youtube-ზე თავისი კლიპის  ატვირთვა ალიზადეს ცოტა არ იყოს  ეშინოდა, თუმცა მისი ატვიირთვის შემდეგ ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოცლიალურ ქსელში და ავღანეთის ერთ-ერთ ტელევიზიაშიც კი გაუშვეს. ვიდეო სონიტას დედამაც ნახა და ძალიან მოეწონა.
ვიდეო ცნობილი გახდა არა მხოლოდ აღმოსავლეთში , რამდენიმე თვის შემდეგ სონიტამ შემოთავაზება მიიღო მუსიკალური სასწავლებლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როდესაც ალიზადეს 17 წელი შეუსრულდა, მან საბუთების მოწესრიგება დაიწყო . იმის შიშით, რომ მშობლები არ გაუშვებდნენ , სონიტამ მშობლებს მისი წასვლის შესახებ მხოლოდ მაშინ უთხრა როცა ამერიკაში ჩავიდა.
 დღეს ეს გოგონა  რეპ-მუსიკოსია და  გამოდის ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფთან ერთან ნაადრევი ქორწნების წინააღმდეგ.

Комментариев нет:

Отправить комментарий