პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და გიგო შარაშენიძეები. შემდეგ გადაიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია. შემდეგ დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი და პეტერბურგის ქალთა კურსებზე ისმენდა ლექციებს. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშძე და 1894 წელს დაქორწინდა მასზე.
ქალები მსოფლიო ცვლილებებისათვის
вторник, 14 марта 2017 г.
воскресенье, 19 февраля 2017 г.
თამარ მეფე
თამარ
მეფე — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი.
გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა და ამიტომ 1179 წელს ქვეყანა თავის ქალიშვილს გადასცა და ერთად განაგებნენ გიორგი მეფის გარდაცვალებამდე, 1184 წლამდე. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

суббота, 11 февраля 2017 г.
ირენა სენდლერი
მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ვარშავის ჯანდაცვის სამმართველოს თანამშრომელი იყო, 1940-1943 წლებში როდესაც ვარშავა ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული მან უდიდესი გამბედაობა ჩაიდინა და გეტოდან 2500 ებრაელი ბავშვი გამოიყვანა. სამუშაო იარაღებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა ხოლო უფრო დიდი ბავშვებისთვის სატვირთო მანქანაში ჰქონდა ტომრები. იგი ყველა ბავშვის სახელს და გვარს იწერდა ხოლო ომის შემდგომ შეეცადა მოეძებნა მათი მშობლები მაგრამ სამწუხაროთ ასეთები ცოტა აღმოჩნდა, უმრავლესობამ სიცოცხლე გაზის კამერებში დაასრულა..
суббота, 6 августа 2016 г.
ოცეოლა მაკარტი
ფენომენი, რომელსაც ევოლუციონისტები ვერასოდეს ახსნიან!
ოცეოლა მაკარტი - ქალი, რომელიც ბავშობიდანვე იძულებული გახდა იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ემუშავა მრეცხავად. მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა: საკვებზე, ტრანსპორტზე, ტელევიზორსა და სატელევიზიო არხებზეც კი. არასოდეს გათხოვილა, არასოდეს გაუჩენია შვილი. ბანკში შეიტანა დედისა და დეიდასგან დატოვებული მწირი მემკვიდრეობაც. მუსაობდა ღრმა სიბერემდე და. მთელი თავისი დანაზოგი $150 000 (რაც კოლოსარული თანხაა მრეცხავის დანაზოგის პირობაზე ) ანდერძით დაუტოვა სამხრეთ მისისიპის შტატის უნივერსიტეტს, რათა დაეფინანსებინათ გაჭირვებული სტუდენტები.
среда, 22 июня 2016 г.
вторник, 24 мая 2016 г.
ვიგდის ფინბოგადოტირი
ვიგდის ფინბოგადოტირი არის ისლანდიელი პოლიტიკოსი,ისლანდიის , ევროპისა და მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი 1980-1996 წლებში. სამწუხაროდ მის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი, თუმცა გადავწყვიტე რომ მცირე ბიოგრაფია მაინც დამეწერა, რადგან მკითხველთა ნაწილმა არ იცის მისი შესახებ.
ის განათლებით ფილოლოგია სწავლობდა გრენობილისა და სორბონის
უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო
პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული
ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
1972-1980 წლებში ის იყო რეიკიავიკის საქალაქო თეატრის დირექტორი.
1980 წელს აირჩიეს ისლანდიის პრეზიდენტად, შეგახსენებთ რომ პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტად სწორედ ვიგდის ფინბოგადოტირი იყო. ამ თანამდებობაზე აირჩიეს კიდევ სამჯერ 1984, 1988 და 1992 წლებში.
1998 წლიდან კი იუნესკოს კეთილი ნების ელჩია.

Подписаться на:
Сообщения (Atom)