ვიგდის
ფინბოგადოტირი არის ისლანდიელი პოლიტიკოსი,ისლანდიის , ევროპისა და
მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი
პრეზიდენტი 1980-1996 წლებში. სამწუხაროდ
მის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი, თუმცა გადავწყვიტე რომ
მცირე ბიოგრაფია მაინც დამეწერა, რადგან მკითხველთა ნაწილმა არ იცის მისი შესახებ.
ის განათლებით ფილოლოგია სწავლობდა გრენობილისა და სორბონის
უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო
პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული
ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
1972-1980 წლებში
ის იყო რეიკიავიკის
საქალაქო თეატრის დირექტორი.
1980 წელს
აირჩიეს ისლანდიის პრეზიდენტად, შეგახსენებთ რომ პირველად არჩეული ქალი
პრეზიდენტად სწორედ ვიგდის ფინბოგადოტირი იყო. ამ თანამდებობაზე აირჩიეს
კიდევ სამჯერ 1984, 1988 და 1992 წლებში.
1998 წლიდან
კი იუნესკოს კეთილი
ნების ელჩია.
პირველი ქალები, რომლებოც აშშ-ის
საზღვაო ქვეითებში ჩაეწერნენ, 1918 წელი.
სუფრაჟისტები თანასწორუფლებიანობისთვის და
ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
მათი მთავარი მიზანი არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვება გახლდათ. ისინი ამ
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბრძოლაში არაძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, ბევრმა სუფრაჟისტმა
თავი დაანება ბრძოლას და ომში წასული მამაკაცების მაგივრად მათ სამუშაო ადგილებზე
დაიწყო სამსახური. მათმა აშკარა კომპეტენტურობამ დაამტკიცა ქალის შესაძლებლობები
და დაამსხვრია პოლიტიკური თანასწორობის
მოწინააღდეგეთა არგუმენტები. სუფრაჟისტების ახალი გამოსვლების თავიდან
ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ ქალებს საარჩევნო უფლებები მიანიჭა.
ბენაზირ ბჰუტო იყო პაკისტანის ისლამური
რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში. ის ასევე იყო
პირველი შიიტი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
1988 წელს პრეზიდენტი ზიაულ
ჰაკი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რის შემდეგაც ბენაზირს სამშობლოში დაბრუნების
შესაძლებლობა მიეცა. 1988 წლის 16 ნოემბრისსაპარლამენტო
არჩევნების წინ, ხელისუფლებისათვის ბრძოლა,
ძირითადად პაკისტანის სახალხო პარტიასა (ბენაზირ ბჰუტოს ხელმძღვანელობით) და ისლამური
დემოკრატიული ალიანსიდან პაკისტანის
მუსლიმურ ლიგას (ნავაზ
შარიფის ხელმძღვანელობით)
შორის მიმდინარეობდა. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს სახალხო პარტიამ და
დემოკრატებმა. ბენაზირ ბჰუტომ პირველად დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა
(1988-1990), რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მამის პოპულარობამ. ბჰუტომ
პროგრამიდან ამოიღო მთელი რიგი ლოზუნგები, მათ შორის სიტყვა „სოციალიზმი“.