вторник, 24 мая 2016 г.

ვიგდის ფინბოგადოტირი


ვიგდის ფინბოგადოტირი არის ისლანდიელი პოლიტიკოსი,ისლანდიის , ევროპისა და მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი 1980-1996 წლებში. სამწუხაროდ მის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი, თუმცა გადავწყვიტე რომ მცირე ბიოგრაფია მაინც დამეწერა, რადგან მკითხველთა ნაწილმა არ იცის მისი შესახებ.  
ფაილი:Vigdis Finnbogadottir (1985).jpgის განათლებით ფილოლოგია სწავლობდა გრენობილისა და სორბონის უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
1972-1980 წლებში ის იყო რეიკიავიკის საქალაქო თეატრის დირექტორი.
1980 წელს აირჩიეს ისლანდიის პრეზიდენტად, შეგახსენებთ რომ პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტად სწორედ ვიგდის ფინბოგადოტირი იყო. ამ თანამდებობაზე აირჩიეს კიდევ სამჯერ 19841988 და 1992 წლებში.
1998 წლიდან კი  იუნესკოს კეთილი ნების ელჩია.

суббота, 21 мая 2016 г.

  
პირველი ქალები, რომლებოც აშშ-ის საზღვაო ქვეითებში ჩაეწერნენ, 1918 წელი.

"სუფრაჟისტი"

სუფრაჟისტები თანასწორუფლებიანობისთვის და ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
მათი მთავარი მიზანი არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვება გახლდათ. ისინი ამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბრძოლაში არაძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, ბევრმა სუფრაჟისტმა თავი დაანება ბრძოლას და ომში წასული მამაკაცების მაგივრად მათ სამუშაო ადგილებზე დაიწყო სამსახური. მათმა აშკარა კომპეტენტურობამ დაამტკიცა ქალის შესაძლებლობები და დაამსხვრია პოლიტიკური თანასწორობის
მოწინააღდეგეთა არგუმენტები. სუფრაჟისტების ახალი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ ქალებს საარჩევნო უფლებები მიანიჭა.

четверг, 12 мая 2016 г.

ბენაზირ ბჰუტო

ბენაზირ ბჰუტო იყო პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში. ის ასევე იყო პირველი შიიტი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
1988 წელს პრეზიდენტი ზიაულ ჰაკი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რის შემდეგაც ბენაზირს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. 1988 წლის 16 ნოემბრისსაპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებისათვის ბრძოლა, ძირითადად პაკისტანის სახალხო პარტიასა (ბენაზირ ბჰუტოს ხელმძღვანელობით) და ისლამური დემოკრატიული ალიანსიდან პაკისტანის მუსლიმურ ლიგას (ნავაზ შარიფის ხელმძღვანელობით) შორის მიმდინარეობდა. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს სახალხო პარტიამ და დემოკრატებმა. ბენაზირ ბჰუტომ პირველად დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა (1988-1990), რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მამის პოპულარობამ. ბჰუტომ პროგრამიდან ამოიღო მთელი რიგი ლოზუნგები, მათ შორის სიტყვა „სოციალიზმი“

вторник, 26 апреля 2016 г.

მერლინ მონრო

მასზე უამრავი რამ არის ცნობილი, თუმცა მე მაინც გადავწყვიტე, რომ მაინც დამეწერა მცირე ინფორმაცია ყველაზე განთქმული ქალ მსახიობთა შორის,მერლინ მონროს შესახებ. მერლინის დაბადების თანავე მამამისმა იყიდა მოტოციკლეტი და ჩრდილოეთისაკენ კერძოდ კი სან-ფრანცისკოსკენ აიღო გეზი,მან ოჯახი მიატოვა. მერლინი ისე გაიზარდა რომ არ იცოდა ვინ იყო მამამისი.როდესაც მერლინმა დედამისის გლედისის რამოდენიმე რომანის შესახებ შეიტყო კიდევ უფრო
გაურკვეველი გახდა მამამისის ვინაობა.შემდეგ გლედისმა მერლინს გვარი ბეიკერი მისცა,ბეიკერი იყო გლედისის შეყვარებული სანამ მორტენსონს გაიცნობდა.

суббота, 16 апреля 2016 г.

კოკო შანელი


მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების 
აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა.