вторник, 26 апреля 2016 г.

მერლინ მონრო

მასზე უამრავი რამ არის ცნობილი, თუმცა მე მაინც გადავწყვიტე, რომ მაინც დამეწერა მცირე ინფორმაცია ყველაზე განთქმული ქალ მსახიობთა შორის,მერლინ მონროს შესახებ. მერლინის დაბადების თანავე მამამისმა იყიდა მოტოციკლეტი და ჩრდილოეთისაკენ კერძოდ კი სან-ფრანცისკოსკენ აიღო გეზი,მან ოჯახი მიატოვა. მერლინი ისე გაიზარდა რომ არ იცოდა ვინ იყო მამამისი.როდესაც მერლინმა დედამისის გლედისის რამოდენიმე რომანის შესახებ შეიტყო კიდევ უფრო
გაურკვეველი გახდა მამამისის ვინაობა.შემდეგ გლედისმა მერლინს გვარი ბეიკერი მისცა,ბეიკერი იყო გლედისის შეყვარებული სანამ მორტენსონს გაიცნობდა.

суббота, 16 апреля 2016 г.

კოკო შანელი


მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების 
აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა. 

четверг, 14 апреля 2016 г.

სონიტა ალიზადე

Сонита Ализаде19 წლის  სონიტა ალიზადე ავღანეთში ცხოვრობდა, სადაც ფართოდაა გავრცელებული იძულებითი ქორწინება. ეს გოგონა დღეს სიმღერებს წერს და სწავლობს პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო რამოდენიმე წლის წინ მისი ღარიბი ოჯახი ირანში ცხოვრობდა, სადაც შეეძლოთ ის იძულებით გაეთხოვებინათ. მუსიკალურ კლიპზე, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება  და არასასურველი ქორწინებიდან გაქცევის შესახებ ის საუბრობს მსოფლიო ქალთა სამიტზე ლონდონში.

вторник, 5 апреля 2016 г.

„ხსოვნის უკვდავება“

ამბობენ : ადამიანი ამ ქვეყანაზე მანამ ცოცხლობს,სანამ მახსენებელი ჰყავსო.ერთ–ერთი ასეთი მახსენებელი გვინდა იყოს ჩვენი ნაშრომი.ამ ნაშრომის შექმნის მიზანია ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებბის წყალობით არ დაიკარგოს წარსულისა და აწმყოს მარადიული სიცოცხლე.ამ ნაშრომში ჩვენ წარმოვაჩენთ სანტერესო წარსულის მქონე ქალის ცხოვრებასა და საზოგადოებრის საქმიანობას.

понедельник, 4 апреля 2016 г.

მალალა იუსაფზაი

      ძველ დროში ქალთა უფლებები მეტად შელახული იყო. მაგალითად ქალებს არ ჰქონდათ თეატრში წასვლის, პროფესიული განათლების მიღების, თავისუფალი აზროვნებისა და სხვა უფლებები.

     “პირველმა ქალმა შესცოდა და სწორედ ამოტომ ვკვდებით!” საუკუნეების განმავლობაში სწორედ მსგავსი ციტატების საფუძველზე ამართლებდნენ ქალების ჩაგვრას, მაგრამ ეს ადამიანის ცოდვილი ბუნების გამოძახილია და არა ღვთის ნება.

დედა ტერეზა

დედა ტერეზა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს. აგნეს გონჯა ბოიაჯუ დედა ტერეზას ნამდვილი სახელი და გვარია. დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ლაბანური კათოლიკის ოჯახში. 8 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა.მისიონერთა ცხოვრებით გატაცებულმა აგნესმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავი რელიგიისთვის მიეძღვნა. 18 წლის იყო, როცა ჩაირიცხა ირლანდიურ კათოლიკურ ორდენში ,,ლორეტის დების კონგრეცია”. ეს ორგანიზაცია მისიონერულ მოღვაწეობას ინდოეთში ეწეოდა. ამის შემდეგ მას დედა აღარ უნახავს. ორდენმა კალკუტაში ,,წმინდა მარიას ქალთა სკოლაში” გაგზავნა მასწავლებლად.  21 წლის იყო, როცა მონაზონი გახდა.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

"პატარა სტიმული დიდი მოძრაობის დასაწყებად"-როზა პაქსი



     1960-იან წლებში ამერიკაში რასიზმი მძვინვარებდა.იგი ადამიანების უფლებებისათვის ბრძოლის დასაწყისად იქცა. ერთი პატარა ინციდენტი დასაბამი გახდა იმ დიდი მოძრაობისა, რომელსაც ადამიანების უფლებების დაცვა ჰქვია.
      ქალაქის ავტობუსში შავკანიანი მგზავრები უკანა ადგილებზე ისხდნენ,თეთკანიანები წინ. თუ ავტობუსი გაივსებოდა შავკანიანებს თავიანთი ადგილები თეთრკანიანებისთვის უნდა დაეთმოთ.ასე იყო განსაზღვრული ადგილობრივი კანონით და ყველა ამ კანონით სარგებლობდა.